მასობრივი გამრავლების ტექნოლოგიის დამუშავება მავნე მწერების კონტროლისთვის საქართველოში

09 დეკემბერი 2016

მორიგი გრანტი და მორიგი საინტერესო პროექტი - შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის პროექტმა "მასობრივი გამრავლების ტექნოლოგიის დამუშავება მავნე მწერების კონტროლისთვის საქართველოში".
 
პროექტის მიზანია ადგილობრივი რესურსების გამოყენებით ენტომოპათოგენური სოკოს Beuveria Bassiana - “BB007”-ს მასობრივი გამრავლება-ბიოფორმულაცია და მათი გამოყენება სასოფლო-სამეურნეო კულტურების, დეკორატიული და ტყის სახეობების მავნე მწერების კონტროლისთვის საქართველოში, რომელიც იქნება ადამიანისა და გარემოსათვის უსაფრთხო საშუალება და მნიშვნელოვანი კომპონენტი მავნე მწერების ინტეგრირებულ მართვაში.
 
პროექტის ავტორია ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის ტყის დაცვის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი - მედეა ბურჯანაძე.
 
პროექტის ბიუჯეტი 245 000 ლარია.

მსგავსი სიახლეები