ქიმიის ტექნოლოგიური ლაბორატორია ბმრ სპექტროსკოპით აღიჭურვა
08 თებერვალი 2018
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ქიმიის ტექნოლოგიური ლაბორატორია აღიჭურვა სამაგიდო ბირთვულ მაგნიტური რეზონანსული (ბმრ) სპექტროსკოპით: Magritek Spinsolve 60 Carbon.
ბმრ სპექტროსკოპი შეძენილ იქნა ფოლკსვაგენის გრანტის "Novel Polymer Electrolyte Membranes for Fuel Cell Application" (Az: 93 331) ფარგლებში.
აღნიშნული ხელსაწყო დღეის ინფორმაციით არის საქართველოში მოქმედი ერთადერთი ბმრ სპექტროსკოპი, ის გამოიყენება როგორც რუტინულ კვლევებში, ასევე სასწავლო პროცესში.
Spinsolve 60 Carbon-ზე შესაძლებელია ჩატარდეს როგორც 1H, ასევე 13C და 19F ანალიზები.