საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

18 სექტემბერი 2017

კახა ბენდუქიძის საუნიევრსიტეტო კამპუსმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან ერთად უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას. კონფერენცია ჩატარდა  NASA-ს (აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო, აშშ) ტყის და მიწის დაფარულობის და გლობალური დაკვირვების სისტემის - GOFC/GOLD (Global Observations of Forest and Land Cover Dynamics) პროექტის ფარგლებში. კონფერენცია მიზნად ისახავდა საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებას, მონაცემთა გაცვლას და შესაძლებლობების გაძლიერებას ხელოვნური თანამგზავრებიდან მიღებული სპექტრალური გამოსახულების ანალიზის საფუძველზე გრძელვადიანი მონიტორინგის სისტემის ჩამოყალიბების მიმართულებით
NASA-ს აღნიშნული პროექტი 20 წელია მიმდინარეობს და მის ფარგლებში გამართულ მსოფლიო სამიტს საქართველომ პირველად უმასპინძლა.

მსგავსი სიახლეები