საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის საჯარო პრეზენტაცია

04 დეკემბერი 2018

კახა ბენდუქიძის კამპუსის მუზეუმში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის,"გამოყენებითი კვლევებისათვის სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსი"-ის გამარჯვებული პროექტის (ხელშეკრულება №AR 216726) "საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა" საბოლოო შედეგების საჯარო პრეზენტაცია გაიმართა.

 

პროექტის ფარგლებში შეიქმნა საქართველოს ნიადაგების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) წითელი წიგნი, სადაც განხილულია ნიადაგების მემორიალურ, იშვიათ და ეტალონურ ჯგუფებში გაერთიანების პრინციპები; მოცემულია ინფორმაცია ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების, მორფოლოგიური ნიშნების, ძირითადი თვისებების მაჩვენებლებისა ნიადაგების წითელი ნუსხის შესახებ. ტექსტუალურ ნაწილს დართული აქვს ლანდშაფტებისა და ნიადაგების პროფილების ფერადი სურათები, ანალიზის მონაცემები წარმოდგენილია ცხრილებში. ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა ხელს უწყობს ნიადაგის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ღირებული და ფაქტიურად, არაგანახლებადი რესურსის დაცვას. წიგნში წარმოდგენილი მასალების გამოყენება შესაძლებელია ნიადაგების დაცვის სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით.

მსგავსი სიახლეები