საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა

07 დეკემბერი 2016

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა აგრარული უნივერსიტეტის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის მეცნიერის, თამარ ქვრივიშვილის პროექტმა - "საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა“.

პროექტის ბიუჯეტი 208 250 ლარია.

საგრანტო პროექტის კვლევის მიზანია საქართველოს ნიადაგების წითელი წიგნის შექმნა და გამოცემა. მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს ნიადაგების წითელი წიგნი.
კვლევის ძირითადი ამოცანები გულისხმობს საველე პირობებში ნიადაგების შესწავლას, ნიადაგის პროფილების და ლანდშაფტის ფოტოგადაღებას, ლაბორატორიულ პირობებში ნიადაგის ძირითადი პარამეტრების დადგენასა და ნიადაგების დაჯგუფებას წითელი წიგნის სპეციფიკიდან გამომდინარე.

პროექტი 2 წლის განმავლოაბში გაგრძელდება და განხორციელდება საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მ. საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის ბაზაზე.

პროექტში ჩართულია საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის 2 სტუდენტი და 2 დოქტორანტი. პროექტის განხორცილება ხელს შეუწყობს ნიადაგების ეფექტურ დაცვას, რაციონალურ გამოყენებას და საჭიროების შემთხვევაში აღდგენას.

მსგავსი სიახლეები