საქართველოს ტყეებში დეპონირებული ნახშირბადის მარაგების შეფასება - პროექტის საბოლოო პრეზენტაცია

26 დეკემბერი 2018

კახა ბენდუქიძის კამპუსში შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტის "საქართველოს ტყეებში დეპონირებული ნახშირბადის მარაგების შეფასება, კონვერსიული კოეფიციენტების დადგენა" საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.
 
პროექტის ფარგლებში შესწავლილი იქნა როგორც აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს რეგიონების მიხედვით მუხის, რცხილის, წაბლის და მურყანითგაბატონებულ ტყეებში საერთო და მათი ცალკეული ფრაქციების (ღერი, ტოტი, წიწვი, ფესვი) ფიტომასა და ნახშირბადის მარაგები ხნოვანების ჯგუფების მიხედვით (ახალგაზრდა, შუახნოვანი, მომწიფარი, მწიფე და მწიფეზე უხნესი). გარდა ამისა, განსაზღვრული იქნა ქვეტყისა და მოზარდის, ტყის ცოცხალი და მკვდარი საფრის, ფესვთა სისტემის ბიომასა და ატმოსფერული ნახშირბადის მარაგები, ნიადაგში ჰუმუსისა და ნახშირბადის მარაგები. დადგენილ იქნა ოთხივე სახეობის ტყის ეკოსისტემებში ბიომასისა და დეპონირებული ნახშირბადის მარაგების წლიური ნამატის მაჩვენებლები, ოთხივე სახეობისათვის კონვერსიული კოეფიციენტები კორომის ფრაქციებისა და ხნოვანების ჯგუფებისათვის.

მსგავსი სიახლეები