საველე სკოლა ნიადაგმცოდნეობაში

17 მარტი 2015

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტისინიციატივით ჩატარდა 2014/2015 სასწავლო წლის საველე სკოლის მორიგი სხდომა ნიადაგმცოდნეობაში.

საველე სკოლის მონაწილეები იყვნენ საქართველოს აგრარული, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტები.

საველე სკოლის ლექტორები იყვნენ: აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი რუსუდან კახაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქვრივიშვილი, ივანეჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი გულიკო აფციაური.

ასევე, საველე სკოლაში მონაწილეობა მიიღო ხელოვნებათმცოდნე პროფოესორმა თამაზ სანიკიძემ.

საველე სკოლის მონაწილეები გაეცნენ ყავისფერ და მდელოს ყავისფერ ნიადაგებს მცხეთის მიდამოებში.

მსგავსი სიახლეები