საველე სკოლა ნიადაგმცოდნეობაში

05 ნოემბერი 2015

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით ახალი სასწავლო წლიდან განახლადა საველე სკოლის გასვლა სამხრეთ საქართველოში (წალიკა, თეთრი წყარო).
საველე სკოლის მონაწილეები არიან საქართველოს აგრარული, საქართველოს ტექნიკური, ილიას სახელმწიფო და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები.

საველე სკოლის (ხელმძღვანელი ნიადაგმცოდნეობის აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი აკად. თენგიზ ურუშაძე, მონაწილეები – ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი რუსუდან კახაძე და აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქვრივიშვილი) მიზანია ნიადაგმცოდნეობის პოპულარიზაცია სტუდენტებს შორის.

საველე სკოლის მონაწილეები გაეცნენ ყომრალ და შავ-ყომრალ ნიადაგებს მანგლისის და თეთრიწყაროს მიდამოებში და შავმიწა ნიადაგებს წალკის მიდამოებში.

საველე სკოლის მომდევნო გასვლები იგეგმება მარშრუტით გომბორისა და სურამის ქედებზე, დავით გარეჯის, მცხეთის, სტეფანწმინდის, ქუთაისის მიდამოებში, ბორჯომის ხეობასა და ლაგოდეხის ნაკრძალში.

მსგავსი სიახლეები