საველე სკოლა ნიადაგმცოდნეობაში

28 აპრილი 2016

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგცმდონეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის ინსტიტუტის (დირექტორი აკადემიკოს თენგიზ (გიზო) ურუშაძე) ინიციატივით ჩატარდა 2015/2016 სასწავლო წლის საველე სკოლის მორიგი გასვლა. საველე სკოლის მონაწილეები იყვნენ საქართველოს აგრარული, საქართველოს ტექნიკური და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტების სტუდენტები.

საველე სკოლის ლექტორები იყვნენ აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე, მიხეილ საბაშვილის ნიადაგცმდონეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის თანამშრომელი რუსუდან კახაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქვრივიშვილი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათელა მაჭავარიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი გულიკო აფციაური.

საველე სკოლის მონაწილეები იმყოფებოდნენ მარნეულისა და დმანისის რაიონებში, სადაც გაეცნენ რუხ-ყავისფერ, მდელოს-რუხი-ყავისფერ და კორდიან-კარბონატულ ნიადაგებს.

შემდეგ გასვლა იგეგმება შირაკში, ალაზნის ველზე და ლაგოდეხის ნაკრძალში.

მსგავსი სიახლეები