საველე სკოლა ნიადაგმცოდნეობაში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში

25 მარტი 2015

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა 2014/15 სასწავლო წლის მორიგი სხდომა.

საველე სკოლის მონაწილეები იყვნენ: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო, ილიას სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები და დოქტორანტები.

საველე სკოლის ლექტორები იყვნენ: აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი რუსუდან კახაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქვრივიშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი გულიკო აფციაური. საველე სკოლაში მონაწილეობა მიიღეს: ეკოლოგმა ჰარალდ ლეუმენსმა (ჰოლანდია) და ხელოვნებათმცოდნემ პროფესორმა თამაზ სანიკიძემ.

საველე სკოლის მონაწილეები გაეცნენ მეორად მთა-მდელოს და ყომრალ ნიადაგებს გომბორის უღელტეხილზე და მდელოს-ყავისფერ ნიადაგს გურჯაანის მიდამოებში.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასოცირებულმა პროფესორმა თამარ ქვრივიშვილმა წაიკითხა ლექცია „ნიადაგის მორფოლოგია".

მსგავსი სიახლეები