საველე სკოლის მორიგი გასვლითი შეხვედრა

28 მარტი 2016

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით ჩატარდა 2015/2016 სასწავლო წლის ნიადაგმცოდნეობაში საველე სკოლის მორიგი გასვლითი შეხვედრა.

საველე სკოლის მონაწილეები იყვნენ საქართველოს აგრარული და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების სტუდენტები.

საველე სკოლის ლექტორები იყვნენ: აკადემიკოსი თენგიზ (გიზო) ურუშაძე, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის დირექტორი, ამავე ინსტიტუტის თანამშრომელი რუსუდან კახაძე, საქართველოს აგრარულიუნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თამარ ქვრივიშვილი, საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნათელა მაჭავარიანი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელი გულიკო აფციაური.

საველე სკოლის მონაწილეები გაეცნენ ყავისფერ (მარიამჯვრის ნაკრძალში) და ალუვიურს (ყორუღის აღკვეთილში) ნიადაგებს.

მსგავსი სიახლეები