სემინარები განათლების სისტემაზე
05 აპრილი 2013
5 აპრილს, 17:00 საათზე თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების მიერ ორგანიზებული სემინარების სერია, რომელიც განათლების არსებულ სისტემას მიეძღვნება, გაიხსნა.
პირველი სემინარი, საქართველოში განათლების ხარისხის უზრონველყოფის სისტემას შეეხო. სემინარის ფარგლებში გაიმართა დისკუსია ავტორიზაცია/აკრედიტაციის არსებული სისტემის შესახებ; განიხილეს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები და სისტემის ეფექტიანობის საკითხი; იმსჯელეს არსებობს თუ არა ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების ალტერნატიული სისტემა.
ჩამოთვლილი საკითხები განხილული იქნა აგრარული უნივერსიტეტის გამოცდილების კონტექსტში.
მონაწილეთა ინტერესის შემთხვევაში, სემინარების ფარგლებში შესაძლებელია ჯგუფის შექმნა, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე იმუშავებს. სემინარებზე დასწრება იყო თავისუფალი და მას 100-მდე მსმენელი ჰყავდა.