სერტიფიცირებული მევენახე-მეღვინე

14 აგვისტო 2017

სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია მევენახე-მეღვინესათვის საჭირო ცოდნისა და უნარების მიწოდება სტუდენტებისათვის თანამედროვე სწავლების მეთოდების გამოყენებით.  პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად საკითხებს.

პროგრამა შემუშავდა „ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ (MCA-G) პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" ფარგლებში. 

პროგრამა შემუშავდა ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.

 

საგნების ჩამონათვალი და სასწავლო პრაქტიკა

სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სტუდენტები გაივლიან შემდეგ კურსებს:

  • მევენახეობის ბიოლოგიურ-სამეურნეო საფუძვლები
  • ნიადაგი და ნიადაგის მოვლა
  • ვაზის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა
  • ვენახის გაშენება და მოვლა
  • ყურძნის გადამუშავება და ვინიფიკაცია
  • ღვინის დამუშავების  ქიმიური და   მიკრობიოლოგიური  საფუძვლები
  • ღვინის მოვლა
  • ღვინის მარკეტინგი
  • ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება და ჩამოსხმა
  • ღვინის დეგუსტაცია

იმ შემთხვევაში, თუ სტუდენტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას რომელიმე კურსში, მას შესაძლებლობა მიეცემა გადააბაროს ფინალური გამოცდა. თუ გადაბარების შემთხვევაშიც სტუდენტი ვერ მიიღებს დადებით შეფასებას, მაშინ ის წყვეტს აგრარულ უნივერსიტეტში სწავლას.

 

პროგრამის ხანგრძლივობა და გრაფიკი

სასერტიფიკატო პროგრამის განრიგი შედგება სამი ძირითადი ეტაპისაგან:

  • პროგრამის პირველი ეტაპი ჩატარდება სექტემბრის მეორე ნახევრიდან დეკემბრის ჩათვლით
  • პროგრამის მეორე ეტაპი ჩატარდება თებერვლიდან მეორე ნახევრიდან ივნისის ჩათვლით

2023 წლის იანვრისა და ივნისის თვეში შესაძლოა ჩაინიშნოს გამოცდები და დამატებითი ლექციები, ხოლო არდადეგები გათვალისწინებულია იანვარსა და თებერვლის პირველ ნახევარში.

ლექციები ტარდება კვირაში არა უმეტეს 3 დღისა. სამუშაო დღეებში ლექციები დაიწყება უმეტესად 18:00 საათიდან, ხოლო შაბათობით 10:00 ან 11:00 საათიდან.

 

პროგრამა განკუთვნილია

  • მოქმედი მევენახე-მეღვინეებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის განახლება და გაუმჯობესება
  • სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ მევენახეობასა და მეღვინეობაში ცოდნა და უნარები

 

სერტიფიკატი

პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში სტუდენტი მიიღებს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული მევენახე-მეღვინე. სერტიფიკატის მიღებისათვის აუცილებელია თითოეულ სასწავლო კურსში დადებითი შეფასების მიღება.

 

პროგრამის ღირებულება

პროგრამის ღირებულება შეადგენს 1,200 აშშ დოლარის ეკვივალენტს ლარში. შესაძლებელია სწავლის საფასურის 3 ნაწილად გადახდა: სწავლის დაწყებამდე 500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარში; ნოემერში - 350 დოლარის ეკვივალენტი ლარში და თებერვალში დარჩენილი 350 დოლარის ეკვივალენტი ლარში.

 

მიღების პირობები

  • პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის შეგიძლიათ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმარეგისტრაცია გრძელდება აგვისტოს ჩათვლით.
  • სამოტივაციო წერილის წარდგენა შემდეგ ელ. ფოსტაზე t.khinchagashvili@agruni.edu.ge
  • გასაუბრება
  • გასაუბრებისას მოკლე ტესტი

 

სწავლის დაწყების პერიოდი2023 წლის სექტემბერი

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ.

დაგვიკავშირდით:

თეა ხინჩაგაშვილი

ელ. ფოსტა: t.khinchagashvili@agruni.edu.ge 

მობ: 579 49 48 48

მსგავსი სიახლეები