სტუდენტთა ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში

09 ივნისი 2016

ნიადაგებს და ნიადაგურ საფარს მიეძღვნა უმაღლეს სასწავლებლებში ჩატარებული რიგით მეოთხე რესპუბლიკური ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში.

საქათველოში გავრცელებულია ევროპის ყველა ნიადაგი და უფრო მეტიც - გაგვაჩნია ნიადაგი, რომელიც არ არის გავრცელებული ევროპაში.

საგულიხმოა, რომ საქართველოში პირველად იყო აღწერილი და გამოყოფილი მთელი რიგი ნიადაგი (ყავისფერი-1904 წელს პროფ. ს. ზახაროვის, მდელოს-ყავისფერი-1956 წელს პროფ. ვ.ფრიდლანდის და ყვითელ-ყომრალი-1968 წელს აკად. თ.ურუშაძის მიერ), რომლებმაც შემდგომში მიიღეს "მსოფლიოს მოქალაქეობის უფლებები".

მონაცემები ამ ნიადაგების შესახებ შეტანილია მრავალი ქვეყნის სახელმძღვანელოებში.

ოლიმპიადა ჩატარდა 2 ეტაპად:

პირველ ეტაპზე სტუდენტების ცოდნის დონე შეფასდა სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში. დასკვნითი ეტაპი ჩატარდა 4 ივნისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. ამ ეტაპზე ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის შოთა რუსთაველის, ქუთაისის აკაკი წერეთლის, საქართველოს ტექნიკური, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

ოლიმპიადის დასკვნით ეტაპზე მონაწილეები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა ხარისხის სერტიფიკატებით.

მსგავსი სიახლეები