თენგიზ ბერიძის მორიგი სამეცნიერო სტატია NATURE Plants-ში

10 სექტემბერი 2019

ჟურნალში NATURE Plants, volume 5,  965–979 (2019) (ჟურნალის იმპაქტ ფაქტორი 2018 წელს - 13.297) დაიბეჭდა სტატია THE POPULATION GENETICS OF STRUCTURAL VARIANTS IN GRAPEVINE DOMESTICATION (სტრუქტურული ვარიანტების პოპულაციური გენეტიკა ვაზის გაშინაურების პროცესში).

სტატიის ავტორები არიან კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომელთა ჯგუფი პროფესორების დარიო კანტუსა და ბრანდონ გაუტის ხელმძღვანელობით და აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი პროფესორი თენგიზ ბერიძე. 

ნაშრომში განხილულია  სტრუქტურული ვარიანტების არსებობის თავისებურებანი მცენარეთა გენომში, განსაზღვრულია მათი როლი ფენოტიპის ჩამოყალიბებაში. სამუშაოში ასახულია აგრარულ უნივერსიტეტში წინა წლებში ჩატარებული კვლევის შედეგები:

The complete chloroplast DNA sequence of eleven grape cultivars. Simultaneous resequencing methodology J. Int. Sci. Vigne Vin,Tabidze et al. (2014)

Whole genome comparative analysis of four Georgian grape cultivars.  Molecular Genetics and Genomics, Tabidze et al. (2017)

მსგავსი სიახლეები