თხილის სექტორის მომავალი ლიდერების სასწავლო პროგრამა

18 აგვისტო 2015

15 აგვისტოს დაიწყო საქართველოს თხილის სექტორის მომავალი ლიდერების სასწავლო პროგრამა, რომელიც მოიცავს თხილის მოვლა-მოყვანის სრულ ციკლს.

აგვისტო-სექტემბერში აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან პროგრამის პირველ ნაწილს ოთხიდან, რომლის ფარგლებში აგრიჯორჯიას საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები ჩაატარებენ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას.

აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცემათ პრაქტიკაში გაეცნონ თხილის მოვლა მოყვანის სრულ ციკლს რომელიც მოიცავს, პლანტაციების მართვას, პარაზიტების წინააღმდეგ მიმართულ კომპლექსურ ღონისძიებებს, მოსავლის აღებას, მოსავლის აღების შემდგომ პროცედურებს, როგორიცაა მაგალითად, თხილის შრობა. თეორიული და პრაქტიკული სწავლება ჩატარდება აგრიჯორჯიას პლანტაციებში, ახლად შექმნილ სადემონსტრაციო ნაკვეთებზე და ადგილობრივ მეთხილეთა ბაღებში.

სტუდენტები წელიწადში ოთხჯერ ორი–სამი კვირის განმავლობაში იცხოვრებენ სამეგრელოს რეგიონში და გაივლიან სწავლებას აგრიჯორჯიას პლანტაციების ტერიტორიაზე. ისინი აქტიურად იქნებიან ჩართული სასწავლო ღონისძიებებში ადგილობრიც და საერთაშორისო ექსპერტებითან ერთად და გახდებიან მზარდი ორგანიზაციის – საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის (GHGA)აქტიური წევრები. თითოეული სტუდენტი შეიძენს ცოდნას და მიიღებს მნიშვნელოვან გამოცდილებას, რაც ფასეული იქნება მათი პროფესიული ზრდისთვის.

15 აგვისტოს ტრენინგს (AACREA-ს) მეთოდოლოგიაში უძღვებოდა არგენტინელი სპეციალისტი Marcelo Torrent, რომელმაც ლექციის ფარგლებში მომავალ სპეციალისტებს უამრავი სახალისო სავარჯიშოები და შეჯიბრებები მოუწყო.

მსგავსი სიახლეები