უნივერსიტეტის მორიგი წარმატებული საგრანტო პროექტი

16 მარტი 2015

მატერიალური რესურსების პროგრამის ფარგლებში (Material Resources Programme for Institutions of Higher Education in Developing Countries) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტმა, წარდგენილი პროექტით: "ლაბორატორიული აღჭურვილობა მწერების პათოლოგიის კველევებისა და სწავლებისთვის".

პროექტი დაფინანსდა გერმანიის აკადემიური გაცვლითი სამსახურის მხრიდან (DAAD) და მიღებულია 25 000 ევროს ღირებულების აპარატურა (ფაზური კონტრასტისმიკროსკოპები, სტერეომიკროსკოპები და სხვა) საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით.

აღჭურვილობა შესაძლებელი იქნება გამოყენებული იქნეს უნივერსიტეტის სხვადასხვა კვლევითი ინსტიტუტების სამეცნიერო პროექტების განხორციელებისთვის, აგრარულ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის სტუდენტების პრაქტიკული მეცადინეობისათვის მცენარეთა მავნე მწერების პათოგენური ორგანიზმების შესწავლასა და მცენარეთა ბიოლოგიური კონტროლის მეთოდების ათვისებისთვის.

გრანტორი - ვ. გულისაშვილის სატყეო ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი, ბიოლ. მეცნ. აკად. დოქტორი - მანანა კერესელიძე.

 

მსგავსი სიახლეები