წიგნი - საქართველოს წიწვოვან ტყეებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიები

12 დეკემბერი 2019

შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდმა აგრარული უნივერსიტეტის კიდევ ერთი საგამომცემლო პროექტი, "საქართველოს წიწვოვან ტყეებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიები" დააფინანსა.

პროექტის ხელმძღვანელი: მედეა ბურჯანაძე
წიგნის ავტორები: მედეა ბურჯანაძე, არჩილ სუპატაშვილი

წიგნში განხილული იქნება საქართველოს წიწვოვან ტყეებში ეკონომიკური მნიშვნელობის მქონე ქერქიჭამია მავნე მწერების, ასევე სხვა სახეობრივი შემადგენლობის, ბიოეკოლოგიის, ბუნებრივი მტრების შესწავლა, ასევე მათი უარყოფითი ზეგავლენა ტყეების მდგრადობაზე და ბრძოლის უსაფრთხო ინოვაციური ღონისძიებების გზები.

პროექტის განხორციელების შემდეგ წიგნი "საქართველოს წიწვოვან ტყეებში გავრცელებული მავნე ქერქიჭამიები“ იქნება სახელმძღვანელო, რომელიც დახმარებას გაუწევს სატყეო სააგენტოს თანამშრომლებს, მეტყევეებს, რეინჯერებს, რომლთაც აღნიშნული წიგნი დაეხმარება მავნე ქერქიჭამიების იდენტიფიცირებაში. ასევე, წიგნი მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობის, ეკოლოგიის დარგის წარმომადგენლებისათვის და სტუდენტებისთვის.

მსგავსი სიახლეები