ყოველწლიური ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში

02 ივნისი 2014

31 მაისს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში მიხეილ საბაშვილის ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიის და მელიორაციის ინსტიტუტის ინიციატივით, ჩატარდა ყოველწლიური ოლიმპიადა ნიადაგმცოდნეობაში.

ღონისძებაში მონაწილებდნენ: აგრარული უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთველის სახელობის უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო და გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები.

საკონკურსო კომისიის დასკვნით წლევანდელი ოლიმპიადა გამოირჩეოდა სტუდენტების განსაკუთრებულად ღრმა ცოდნით ნიადაგმცოდნეობის აქტუალურ საკითხებში.

მსგავსი სიახლეები