მუხრანის ბაზა

მუხრანის ბაზა

საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მუხრანის საცდელი ბაზა მდებარეობს სოფელ მუხრანში, თბილისიდან 40 კმ-ში. მეურნეობის ფართობი შეადგენს 165 ჰექტარს. აღნიშნული ბაზა გამოიყენება როგორც კომერციული საქმიანობისთვის, ასევე სასწავლო-სამეცნიერო დანიშნულებით. მუხრანის საცდელ ბაზაზე იწარმოება სხვადასხვა მარცვლეული და პარკოსანი კულტურები როგორც სასურსათე, ასევე საფურაჟე და თესლის წარმოების მიზნებისთვის: ქართული ჯიშის ხორბლები - 17 ჰა; სიმინდი „აჯამეთის თეთრი“ - 5 ჰა; საშემოდგომო და საგაზაფხულო ქერი - 16 ჰა; იონჯა - 32 ჰა. მუხრანის ბაზაზე მიმდინარეობს ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თესლის წარმოება. 

მეურნეობაში 15 ჰა მიწის ფართობზე განთავსებულია „მცენარეთა გენეტიკური რესურსების კოლექცია“. აღნიშნული ფართობი გამოიყენება სხვადასხვა მრავალწლიანი ნარგაობის კოლექციისთვის, ასევე გენეტიკური რესურსების ბანკის თესლის რეგენერაციის მიზნებისთვის. კოლექცია მოიცავს, როგორც ქართულ, ასევე ინტროდუცირებულ ჯიშებს: ვაზის 290-მდე ქართული უნიკალური ჯიში; სხვადასხვა მრავალწლიანი კულტურის 100-მდე ჯიში; მაყვლის და მარწყვის 5-მდე ჯიში; ყოველწლიურად იწარმოება რამდენიმე ასეული ჯიშის ხორბალი, ქერი, სიმინდი, ფეტვი და სხვადასხვა ბოსტნეული, ბაღჩეული, პარკოსანი. ასევე, მუხრანის საცდელ ბაზაზე მოეწყო ვაზის თანამედროვე სანერგე, რომლისთვისაც გამოიყო 15 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და აღიჭურვა თანამედროვე წვეთოვანი საირიგაციო სისტემით. პროექტის ფარგლებში მოეწყო სამაცივრე მეურნეობა 200 კვ.მ-ზე და დამონტაჟდა სასტრატიფიკაციო კამერა 200 კვ.მ-ზე. სანერგე გათვლილია ყოველწლიურად 200 000 სერტიფიცირებული ნერგის წარმოებაზე.

მუხრანის ბაზა

საკონტაქტო ინფორმაცია

ვალერი ამირანაშვილი