პეკინეს ბუბუს ოპერაცია ვეტერინარიუმში
12 November 2024
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კლინიკა ვეტერინარიუმში პეკინეს ბუბუს დაუდგინდა მარჯვენა გავა-თეძოს სახსრის მოტეხილობა დორსალური დისოციაციით, ასევე, ბოქვენისა და საჯდომი ძვლის მოტეხილობები.
მოტეხილობის სამკურნალოდ, ბუბუს 2 თვის წინ ჩაუტარდა ოპერაცია, კერძოდ, გავა-თეძოს მოტეხილობის ფიქსაცია კომპრესიული ჭანჭიკით.
ოპერაცია ჩაატარა ლაშა-გიორგი ჯაფარიძემ, ჩვენი კლინიკის ორთოპედმა-ტრავმატოლოგმა და ნეიროქირურგმა, რომელიც ცნობილია რთული ორთოპედიული დაზიანებების მართვის გამოცდილებით. მას ასისტირებას უწევდნენ ქირურგი ანა ლუკიანოვა, ხოლო ანესთეზიოლოგმა ნათია რობაქიძემ უზრუნველეყო პაციენტის უსაფრთხოება და კომფორტი ოპერაციის განმავლობაში.
პოსტს თან ახლავს ოპერაციის წინა და შემდეგი რენტგენოგრაფიული გამოსახულებები, რომლებიც ასახავს მოტეხილობის სიმძიმეს ოპერაციამდე და მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ოპერაციის შემდეგ.
პაციენტის რეაბილიტაცია ძალიან კარგად წარიმართა და ის კარგად ბრძნობს თავს.
Similar news
03 July 2026
Thoracoscopic removal of a foreign body
20 June 2026
Mushu the Cat Undergoes Partial Carpal Arthrodesis at Veterinarium
15 June 2026
TPLO surgery
09 June 2026
Treating Femoral Fracture with an Interlocking Intramedullary Nail
05 June 2026