სტუდენტებმა მონაწილეობა მიიღეს ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XVI ეროვნულ კონგრესში
10 May 2025
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარული მედიცინისა და ბიოლოგიის პროგრამების სტუდენტებმა, ვეტერინარული მედიცინის სკოლის დეკანმა და ლექტორებმა მონაწილეობა მიიღეს ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის XVI ეროვნულ კონგრესში, რომელიც 5-8 მაისს გაიმართა.
კონგრესის ფარგლებში, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებმა წარადგინეს შემდეგი მოხსენებები:
- „ალერგიული ქავილის ციკლის პათოგენეზი: მედიატორები და უჯრედები” - მარიამ არჯევანიძე
- „ალერგიული დაავადებების სადიაგნოსტიკო ტესტები სავეტერინარო კლინიკურ პრაქტიკაში” - თამარ მეტრეველი
- „ალერგიული პათოლოგიების მედიკამენტოზური თერაპია სავეტერინარო კლინიკურ პრაქტიკაში” - ანა კამკამაძე
- „ალერგენ-სპეციფიკური იმუნოპათერაპია სავეტერინარო კლინიკურ პრაქტიკაში“ – ლილე ლაშხია
- „აუტოიმუნური პათოლოგიების მედიკამენტოზური თერაპია სავეტერინარო კლინიკურ პრაქტიკაში“ – რიჩარდ თავდგირიძე
- „აუტოიმუნური დაავადებების სადიაგნოსტიკო ტესტები სავეტერინარო პრაქტიკაში“ – ქნარიტა ზურაბიანი
- „რევმატოიდული ართრიტი ცხოველებში: იმუნოპათოგენეზი, დიაგნოსტიკა და თერაპია“ – სალომე ბადიაშვილი
- „თირკმლის აუტოიმუნური დაავადებები ცხოველებში: იმუნოპათოგენეზი, დიაგნოსტიკა და თერაპია“ – ნუცა ბესაშვილი
- „სიმსივნის იმუნოთერაპია სავეტერინარო კლინიკურ პრაქტიკაში“ – სალომე მაქარაშვილი
გარდა ამისა, დამამთავრებელი კურსის სტუდენტმა, რიჩარდ თავდგირიძემ, კონგრესის ფარგლებში წარადგინა საკუთარი სამაგისტრო ნაშრომის ნაწილი, რომლის თემაც არის E. coli-სპეციფიკური BL-1 ბაქტერიოფაგის ფარმაკოკინეტიკა. მისი ხელმძღვანელია ვეტერინარული მედიცინის სკოლის დეკანი.
თავად ვეტერინარული მედიცინის სკოლის დეკანის, ბესარიონ ლასარეიშვილის მოხსენების თემა იყო: „ბაქტერიოფაგები და იმუნური სისტემა: ფაგოთერაპიის მომავალი.“
ასევე, კონგრესის ფარგლებში ერთ-ერთი სესიის მოდერატორი იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი და ვეტერინარული კლინიკური ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ეკა ღვალაძე.
კონგრესის განმავლობაში მონაწილეებმა განიხილეს ალერგოლოგიისა და იმუნოლოგიის სფეროში განხორციელებული უახლესი კვლევები, ასევე იმუნოპათოლოგიური დაავადებების კლინიკურ მართვაში ბოლო წლებში დაგროვილი მიღწევები.
კონგრესის სპიკერები იყვნენ მეცნიერები, რომლებიც წარმოადგენდნენ შემდეგ ორგანიზაციებს: იმუნოლოგიური საზოგადოების საერთაშორისო ქსელი (IUIS), ალერგიის მსოფლიო ორგანიზაცია (WAO), ალერგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ევროპის აკადემია (EAACI), იმუნოპათოლოგიის მსოფლიო ასოციაცია (WIPO) და სხვა.
კონგრესი ორგანიზებული იყო საქართველოს ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის ასოციაციის მიერ.

Similar news

13 May 2025
ალექსანდრე ნიკოლაიშვილმა სტაჟირება გაიარა საფრანგეთში

05 May 2025
მარიამ გოდერიძე ახალ ზელანდიაში გადის პრაქტიკას

03 May 2025
ლევან კიკაჩეიშვილი გაცვლითი პროგრამით იმყოფება გაიზენჰაიმის უნივერსიტეტში

08 April 2025
ანა ქუმსიშვილი ESAVS-ის ონკოლოგიის პროგრამის გასავლელად მიემგზავრება ლუქსემბურგში

03 March 2025