ალექსანდრე კაჭარავა

კანცლერი

ალექსანდრე კაჭარავა

კანცლერი

a.kacharava@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2016 წლიდან დღემდე არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კანცლერი. კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ საქმიანობას და ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესს. მართავს ინფრასტრუქტურულ პროექტებს.

2013-2016 წლებში იყო თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის უფროსი.

2010-2013 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველთა ჯგუფში. ასევე, იყო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და ასოცირების შეთანხმების (AA) მომლაპარაკებელთა გუნდის წევრი. ჩართული იყო სხვადასხვა სფეროს კანონმდებლობის გამარტივებასა და შემუშავებაში, მაგალითად, როგორიცაა: ინტელექტუალური საკუთრება, ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში.

2007-2009 წლებში იყო საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის უფროსი თანაშემწე. მუშაობდა კახა ბენდუქიძესა და ვატო ლეჟავასთან ერთად ჯანდაცვის სისტემის რეფორმაზე.

განათლება

1996-2001 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ფიზიკა ტექნიკისა და ელექტრონიკის ფაკულტეტი. ბაკალავრი სპეციალობით ინჟინერ ეკონომისტი
2001-2003 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი, სპეციალობით ინჟინერ ეკონომისტი