ამირან თხელიძე

ასოცირებული პროფესორი

ამირან თხელიძე

ასოცირებული პროფესორი

a.tkhelidze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1972 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე-მევენახეობისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი, მებაღე–მევენახეობისა და მებოსტნეობის სპეციალობით. 1976 წელს დაამთავრა ამავე ინსტიტუტის ასპირანტურა აგროქიმიის განხრით. 1983 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ფოსფორიანი სასუქების გავლენა მაღალმთიანი სათიბების პროდუქტიულობაზე საქართველოს მთა-მდელოს კორდიანი ნიადაგების პირობებში'' და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1976-1982 წლებში მუშაობდა საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის აგროქიმიის კათედრაზე უმცროს ლაბორანტად, 1987-1990 წლებში ასისტენტად, 1990-2006 წლებში დოცენტად, 2006 წლიდან იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. პარალელურად მუშაობს ამავე უნივერესიტეტის ჰაინც ფერის სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. აქვს სხვადასხვა პროექტებში ნიადაგის ნაყოფიერების მართვის ტრენერის გამოცდილება. არის საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების წევრი, 55-ზე მეტი სტატიის, რამდენიმე მონოგრაფიის, მათ შორის სახელმძღვანელოების ავტორი და თანაავტორი. აქტიურად იღებს მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორეისო კონფერენციებში, სემინარებში, საგრანტო პროექტებსა და სხვადასხვა ტრენინგებში.

განათლება

1983 - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
1976 - ასპირანტი აგროქიმიის სპეციალობით, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
1972 - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, მებაღე- მევენახეობისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი, მებაღე-მევენახეობისა და მებოსტნეობის სპეციალობა

სასწავლო კურსები

აგროქიმია (B)
მემცენარეობა (B)
ნიადაგის ნაყოფიერების მართვა (M)

პუბლიკაციები

ურუშაძე, თენგიზ, ალექსიძე, გურამ, თხელიძე, ამირან, ბაქრაძე, ელინა. (2021). ვენახი და გარემო. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების გამომცემლობა. 191 გვ.

სამადაშვილი, ც., უჯმაჯურიძე, ლ., ჩხუტიაშვილი, გ., თხელიძე, ა., ჩოხელი, მ., ბენდიანიშვილი, ნ. (2019).ბიოხორბლის მაღალი და ხარისხიანი მოოსავლის მისაღებად ორგანული სასუქის „ეკოროსტის“ გამოყენების რეკომენდაცია. ს/მ მეცნიერებათა აკადემია, გამომცემლობა „აგრო“, თბილისი, გვ. 6

ურუშაძე, თენგიზ, კვესიტაძე, გიორგი, გაგელიძე, ნინო, ზაქარეიშვილი, ნინო, თხელიძე, ამირან, კახაძე, რუსუდან, სადუნიშვილი, თინათინ, ქუთათელაძე, ლალი, ქვრივიშვილი, თამარ, წერეთელი, გიული, ღამბაშიძე, გიორგი, ხომასურიძე, დიანა, ჯორბენაძე, ლეო. (2019). საქართველოს ნიადაგური ატლასი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამომცემლობა. თბილისი, 216 გვ.  

სამადაშვილი, ც., უჯმაჯურიძე, ლ., ჩხუტიაშვილი, გ. თხელიძე, ა., ჩოხელი, მ., ბენდიანიშვილი, ნ. (2018). ახალი ორგანული სასუქი ეკოროსტი და მისი გამოყენების პერსპექტივები. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ. 1(41) გვ. 60-64

ურუშაძე, ნაკაიძე, თხელიძე, ქვრივიშვილი, ღამბაშიძე, წერეთელი, კახაძე და სხვ. (2017). ორგანული სოფლის მეურნეობა, თავი 4 ნიადაგი ორგანულ სოფლის მეურნეობაში. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის გამომცემლობა. 577 გვ.

Urushadze, T., Tkhelidze, A., Gambashidze, G. (2016). Soils of Georgia. Swiss Cooperation Office South Caucasus. UNDP

Samadashvili, Ts., Bedoshvili, D.O., Chkhutiashvili, G.N., Tkhelidze, A.T., Katcharava, N. (2015). A new soil fertility management system for wheat production in drylands of East Georgia. Innovative Development of Agricultural Science and Education: World Experience and Current Priorities. Azerbaijan, Gandja. Pages 24-27

რუშაძე, თ., თხელიძე, ა., ღამბაშიძე, გ. (2015). საქართველოს ნიადაგები. Swiss Cooperation Office South Caucasus, UNDP, Georgia, 2015 46

ურუშაძე, ქვრივიშვილი, სანაძე, თხელიძე. (2015). ნიადაგების გზამკვლევი. Swiss Cooperation Office South Caucasus, 2015, 46 გვ.

Urushadze, Tkhelidze, Teo Urushadze. (2014). Agrochemical Characterization of the Main Soil Types of Georgia. Annals of Agrarian Science, vol.12, 4, 2014, 24-31