ანა ბოკუჩავა

პროფესორი; აგრარული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი

ანა ბოკუჩავა

პროფესორი; აგრარული უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი

a.bokuchava@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1984 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო–კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულტეტი ვეტერინარიის სპეციალობით. 1986-1990 წლებში იყო მოსკოვის სკრიაბინის სახელობის ვეტერინარული აკადემიის ასპირანტი, სპეციალობა: ცხოველთა პათოლოგია, ონკოლოგია, მორფოლოგია. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ნახშირწყლების ცვლის დარღვევა ღორებში ღვიძლის პათოლოგიების დროს" და მიენიჭა ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. იგი არის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. მონაწილეობდა რამდენიმე საერთაშორისო და ადგილობრივ სამეცნიერო პროექტში. არის 50-ზე მეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის სახელმძღვანელოებისა და ლექსიკონების („სასოფლო-სამეურნეო ლექსიკონი“, ტ. 1;2; „ორგანული სოფლის მეურნეობა“). ასევე - არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის რედაქტორი და რეცენზენტი. 2013 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი და სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორი.

განათლება

2005 - ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს სახელმწიფო ზოოტექნიკურ-სავეტერინარო უნივერსიტეტი
1990 - ასპირანტი, მოსკოვის ვეტერინარული აკადემია
1984 - საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო სასწავლო–კვლევითი ინსტიტუტის სავეტერინარო ფაკულტეტი, სპეციალობა - ვეტერინარია

სასწავლო კურსები

პათოფიზიოლოგია I (M)
პათოფიზიოლოგია II (M)
შინაგანი დაავადებები I (M)
შინაგანი დაავადებები II (M)
კლინიკურ შემთხვევებზე დაფუძნებული სწავლა (M)
სწავლება უმაღლესი განათლების სისტემაში (D)
ცხოველთა ფიზიოლოგია (C)
შინაგანი დაავადებები (C)

პუბლიკაციები

ჭკუასელი, ა., ჩაგელიშვილი, ა., ხუციშვილი, მ., ბოკუჩავა, ა. (2015). კროს როს-308 პროდუქტიულობა შპს ჩირინა-ში. კვალიფიციური სპეციალისტი-წარმატებების გარანტი, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია.ვეტერინარია - მეცხოველეობის მეცნიერებები და სურსათის უვნებლობის მიმართულებები საქართველოში. თბილისი, საქართველო. 66-67 გვ.

ჭკუასელი, ა., მამუკელაშვილი, ნ., ჩაგელიშვილი, ა., ბოკუჩავა, ა. (2015). ძაღლის ჯიშის, ასაკის, ფიზიოლოგიური მდგომარეობისა და დატვირთვის გავლენა კვების ნორმებზე. კვალიფიციური სპეციალისტი-წარმატებების გარანტი. სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია. ვეტერინარია-მეცხოველეობის მეცნიერებები და სურსათის უვნებლობის მიმართულებები საქართველოში. თბილისი, საქართველო. 87-89 გვ.