დავით ჩიჩუა

პროფესორი

დავით ჩიჩუა

პროფესორი

d.chichua@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქიმიკოსის სპეციალობით. 1996-1999 წლებში სწავლობდა მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის (შემდგომში ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი) ასპირანტურაში ბიოტექნოლოგიის განხრით. 2005 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ბიოტექნოლოგიაში თემაზე: "Pleurotis spp. და Lentinus edodes ფიზიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა პროდუცენტები" და მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1998-2013 წლებში მუშაობდა ღვინის სხვადასხვა კომპანიებში ტექნიკური დირექტორის ასისტენტის, მიკრობიოლოგის, აგროქიმიკოსის, ტექნოლოგისა და მთავარი ტექნოლოგის პოზიციებზე. 2002-2004 წლებში კვლევითი მივლინებით იმყოფებოდა გერმანიაში ექსპერიმენტული ტექნოლოგიის საწარმოო გამოცდის ფარგლებში. 2008 წლიდან არის საქართველოს სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის წევრი. 2013-2015 წლებში ეკავა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობა და დღემდე აქტიურად ეწევა აკადემიურ საქმიანობას. 2014-2015 წლებში იყო ცოდნის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის "ქვევრის ღვინის ტექნოლოგიის კვლევა" მენეჯერი. 2014-2018 წლებში ეკავა ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა მეღვინეობის მიმართულებით. 2015-2018 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის პროდუქტთა გადამუშავების კვლევის სამსახურის უფროსი. 2018 წლიდან იკავებს ამავე ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის სამსახურის უფროსის თანამდებობას. ამ პერიოდის განმავლობაში იყო სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი საბჭოს წევრი და ამავე ცენტრის ავტორიზაციისა და აკრედიტაციის ექსპერტი. 2018 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობის მიმართულების პროფესორი.

განათლება

2005 - ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სერგი დურმიშიძის სახელობის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
1999 - ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი, ასპირანტურა
1995 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ღვინის ტექნოლოგია I (B)
ღვინის ტექნოლოგია II (B)
ენოქიმია და ღვინის ტექნოლოგია (B)
მიკროვინიფიკაცია და ღვინის ფესტივალი (B)
მიკროვინიფაკია (B)
ღვინის ტექნოლოგია (C)

პუბლიკაციები

Didebulidze, K., Vlasov, A., Chichua, D. (2022). The Monitoring of Wine Faults in Georgian Wines. Annals of Agrarian Science. 20 p-46-59

Katsitadze, E., Shapatava, Z., Chichua, D., Melanashvili, N., Khorava, I. (2021). The integrated technology of functional products of grapes. Annals of Agrarian Science. Vol.19, No.1, p.85-90

Katsitadze, Ekaterina, Shapatava, Zaira, Chichua, David, Melanashvili, Nazi. (2019). Aggregate technology of functional products of grapes. 42nd World Congress of Vine and Wine Book of abstracts. Geneva, Switzerland

კაციტაძე, ეკატერინა, ჩიჩუა, დავით, შაფათავა, ზაირა. (2017). დეალკოჰოლიზებული ღვინის სასმელები. საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „მევენახეობა და მეღვინეობა ევროპის ქვეყნებში - ისტორიული ასპექტები და პერპექტივები“. გვ. 68-69. საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია

Katsitadze, E., Shapatava, Z., Chichua, D., Goginava, L. (2017). The direction of new beverages on the basis of non – alcoholic wine. 40th World Congress of Vine and Wine Book of abstracts. p.446-447. Sofia, Bulgaria

Katsitadze, E., Abzianidze, N., Chichua, D., Metreveli, M. (2016). Effect of Packaging and Temperature on blue mold (P. expansum and P. italicum) of grapefruits during storage.  SIXTH INTERNATIONAL SCIENTIFIC-PRACTICAL INTERNET-CONFERENCE COMPLETE WORKS “THE PROBLEMS OF BIO-SAFE FOOD AND BUSINESS ENVIRONMENT”. p. 58-63