დემნა ხელაია

ასოცირებული პროფესორი

დემნა ხელაია

ასოცირებული პროფესორი

d.khelaia@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1977 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, სავეტერინარო ფაკულტეტი. 1984 წელს დაასრულა მოსკოვის სკრიაბინის სახელობის ვეტერინარული აკადემიის ასპირანტურა და დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "იხვების დაკვლის პროდუქტების ექსპერტიზა ბენთიოკარბით მოწამვლის დროს", რის შემდეგაც მიენიჭა ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1977-1979 წლებში მან საქმიანობა გააგრძელა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევით ინსტიტუტში ჯერ ლაბორანტად, შემდეგ ასისტენტად, უფროს მასწავლებლად და დოცენტად. 1991-1996 წლებში ასრულებდა ამავე ინსტიტუტის პრორექტორის მოვალეობას სამეცნიერო მიმართულებით. 1996 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვეტერინარიის დეპარტამენტში ვეტერინარულ-სანიტარული ზედამხედველობის სამმართველოს უფროსად. იგი იყო სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის სამმართველოს უფროსი. 2013 წლიდან მუშაობს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოში სხვადასხვა თანამდებობებზე, მათ შორის იყო სამმართველოს უფროსი, დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, დეპარტამენტის უფროსი, სამსახურის უფროსის მოადგილე. ამჟამად ასრულებს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას. არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

განათლება

1984 - ვეტერინარიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი, მოსკოვის სკრიაბინის სახელობის ვეტერინარული აკადემია
1984 - მოსკოვის სკრიაბინის სახელობის ვეტერინარული აკადემია, ასპირანტი 
1977 - საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, სავეტერინარო ფაკულტეტი, ვეტერინარი

სასწავლო კურსები

სავეტერინარო სანიტარია - ჰიგიენა (M)
ცხოველური პროდუქტის ვეტერინარიულ - სანიტარული ექსპერტიზა (M)