დიანა ხომასურიძე

ასოცირებული პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის კოორდინატორი; ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

დიანა ხომასურიძე

ასოცირებული პროფესორი; აგრონომიისა და ლანდშაფტის მენეჯმენტის სკოლის კოორდინატორი; ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

d.khomasuridze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1982 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) აგრონომიული ფაკულტეტი გენეტიკა-სელექციის სპეციალობით. 1999 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აგროქიმია-ნიადაგმცოდნეობის სპეციალობით და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1982-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის აგროქიმიის კათედრის დოცენტად. 2005-2023 წლებში ეკავა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის აგრარული და საბუნებისმეტყველო სკოლის კოორდინატორის და საერთო-საუნივერსიტეტო ლაბორატორიული ცენტრის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციები. მას აქვს ნიადაგების და ნიადაგის მოვლის ლაბორატორიული კვლევის და სხვადასხვა პროექტებში ტრენერად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. არის საქართველოს ნიადაგმცოდნეთა საზოგადოების წევრი, 50-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი, მათ შორის სახელმძღვანელოების თანაავტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების, სემინარების, საგრანტო პროექტებისა და ტრენინგების მონაწილე. ამჟამად მუშაობს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჰაინც ფერის სახელობის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობისა და ბუნების დაცვის ლაბორატორიის უფროს მეცნიერ-თანამშრომლად და არის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

განათლება

1999 - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი
1998 - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის) აგროქიმიის კათედრის ასპირანტი
1982 - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) აგრონომიული ფაკულტეტი გენეტიკა-სელექციის სპეციალობა

სასწავლო კურსები

ეკოლოგია (B)
ეკოსისტემები და ბიოტექნოლოგია (M)
ნიადაგი და ნიადაგის მოვლა (c)

პუბლიკაციები

ურუშაძე, თენგიზ, კვესიტაძე, გიორგი, გაგელიძე, ნინო, ზაქარეიშვილი, ნინო, თხელიძე, ამირან, კახაძე, რუსუდან, სადუნიშვილი, თინათინ, ქუთათელაძე, ლალი, ქვრივიშვილი, თამარ, წერეთელი, გიული, ღამბაშიძე, გიორგი, ხომასურიძე, დიანა, ჯორბენაძე, ლეო. (2019). საქართველოს ნიადაგური ატლასი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია  

ურუშაძე, თენგიზ, კვესიტაძე, გიორგი, არაბული, ავთანდილ, ბარათაშვილი, ზურაბ, კახაძე, რუსუდან, ქვრივიშვილი, თამარ, წერეთელი, გიული, ღამბაშიძე,  ხომასურიძე, დიანა, ჯორბენაძე, ლეო და სხვ. (2019). სასოფლო-სამეურნეო ლექსიკონი, ორტომეული. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია