ედიშერი მიდელაშვილი

ასოცირებული პროფესორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

ედიშერი მიდელაშვილი

ასოცირებული პროფესორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი

e.midelashvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1995 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის სპეციალობით. ამავე სპეციალობით 2009 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: "მეღვინეობის ტექნოლოგიური პროცესებისათვის ელექტრომაგნიტური ვიბრაციული დანადგარების დამუშავება და მათი მუშაობის რეჟიმების ოპტიმიზაცია" და მიენიჭა აგროინჟინერიის დოქტორის აკადემიური ხარისხი სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის სპეციალობით. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი ფინანსები და საბანკო საქმის სპეციალობით და მიენიჭა ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი. 1999-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ელექტროტექნიკისა და ელექტროამძრავის კათედრის ასისტენტად, ასისტენტ-პროფესორად. 2005-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერისიტეტის აგროსაინჟინრო ფაკულტეტის დეკანის მოადგილედ. 2011 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინერო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის ასისტენტ-პროფესორი, ხოლო 2017 წლიდან - ასოცირებული პროფესორი. 2019 წლიდან იგი ასევე არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. 2012 წლიდან იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციას. გამოქვეყნებული აქვს 12 სამეცნიერო ნაშრომი, არის 6 პატენტის თანაავტორი, გამოცემული აქვს 1 სახელმძღვანელო. მინიჭებული აქვს საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრემია „აგროსაინჟინრო სფეროში 2017 წლის საუკეთესო საგანმანათლებლო ხასიათის ნაშრომისათვის“.

განათლება

2009 - აგროინჟინერიის აკადემიური დოქტორის ხარისხი სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის სპეციალობით, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
2006 - საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, ეკონომიკურ-ჰუმანიტარული ფაკულტეტი, ბიზნესის მართვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობა - ფინანსები და საბანკო საქმე
1998 - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ასპირანტურა;
1995 - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, სოფლის მეურნეობის ელექტრიფიკაციის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

ელექტრული წრედები - ლაბორატორია I (B)
ელექტრული წრედები - ლაბორატორია II (B)
ელექტრომექანიკა I (B)
ელექტრომექანიკა II (B)
ელექტრული წრედები (B)

პუბლიკაციები

ფაღავა ა., შუბითიძე ზ., ანასოვი ა., ნატროშვილი გ., დათუაშვილი ზ., მიდელაშვილი ე. (2015). ბლინების საცხობი ინოვაციური მოწყობილობა სწრაფი კვების ბაზრისათვის. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიები“ მასალები. ქუთაისი. გვ. 494-496.