ედუარდ კუხალაშვილი

პროფესორი

ედუარდ კუხალაშვილი

პროფესორი

e.kukhalashvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1975 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ–ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია. 1985 წელს დაიცვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საკანდიდატო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1999 წელს დაიცვა ამავე უნივერსიტეტში სადოქტორო დისერტაცია და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1993–2014 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრომელიორაციის და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, დეკანი, კათედრის გამგე, დეპარტამენტის ხელმძღვანელი. გააჩნია პედაგოგიური და სამეცნიერო მუშაობის 30 წელზე მეტი გამოცდილება. საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად წაკითხული აქვს ლექციები 15 დასახელების საგანში ჰიდრომელიორაციის, საინჟინრო ეკოლოგიისა და აგროსაინჟინრო ფაკულტეტების ბაკალავრებთან, მაგისტრებსა და დოქტორანტებთან. მისი სამეცნიერო პედაგოგიური მოღვაწეობა წარმოდგენილია 150 სამეცნიერო ნაშრომით და 15 გამოგონებით. ავტორია 5 სახელმძღვანელოსი და 10 მონოგრაფიის. მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციაზე, კონგრესსა და სიმპოზიუმზე, არის 20-მდე ადგილობრივი და საერთაშორისო გრანტის ხელმძღვანელი, ძირითადი შემსრულებელი. დამუშავებული აქვს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები. მისი ხელმძღვანელობით დაცულია 12 სამაგისტრო ნაშრომი, 7 სადოქტორო დისერტაცია. სხვადასხვა პერიოდში იყო სადისერტაციო საბჭოს წევრი, სწავლული მდივანი, ფაკულტეტის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე, უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი პროფესორთა და საინოვაციო საკითხთა შემსწავლელი საბჭოს წევრი.
პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოებულია ღირსების მედლით. ამჟამად არის სოფლის მეურნეობის ეროვნული აკადემიის საინჟინრო განყოფილების საკოორდინაციო ჯგუფის ხელმძღვანელი. 2014 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის საინჟინრო ტექნოლოგიების სკოლის პროფესორი წყალმომარაგებისა და წყალარინების მიმართულებით.

განათლება

1999 - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1985 - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1975 - საქართველოს სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტის, ჰიდრომელიორაციის ფაკულტეტი, ინჟინერ ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაცია

სასწავლო კურსები

წყალმომარაგება და წყალარინება (B)