ეკა რურუა

ასოცირებული პროფესორი

ეკა რურუა

ასოცირებული პროფესორი

e.rurua@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1992 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი ს.მ. ელექტრიფიკაციისა და ავტომატიზაციის სპეციალობით და მიენიჭა ინჟინერ-ელექტრიკოსის კვალიფიკაცია. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ელექტროინჟინერიაში თემაზე: "მრპ ფერმებში ელექტრიფიცირებული დანადგარების მუშაობის ეფექტურობის ამაღლება" და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1996-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ელექტრიფიკაციის და ავტომატიზაციის ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტის და ასისტენტის პოზიციაზე. 2007-2011 წლებში ეკავა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობა, ხოლო 2013 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 2005 წლიდან მუშაობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში. 2019 წლიდან იკავებს სამინისტროს უმაღლესი განათლების განვითარების დეპარტამენტის სტუდენტთა სოციალური ხელშეწყობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას.

განათლება

2006 - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი
1992 - საქართველო სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, სპეციალობა - ელექტრიფიკაცია და ავტომატიზაცია

სასწავლო კურსები

ელექტრული წრედები I (B)
ელექტრული წრედები II (B)
ელექტრომექანიკა I (B)