გელა ნატროშვილი
ლექტორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის ელექტროინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ლექტორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის ელექტროინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი
ლექტორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის ელექტროინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი
1992 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკისა და ტელემექანიკის სპეციალობით. 2010–2013 წლებში იყო აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სოფლის მეურნეობის წარმოების ავტომატიზაციისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტის დოქტორანტი. 1993-2007 წლებში მუშაობდა სამთო სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე: უფროსი ლაბორანტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, მეცნიერ-თანამშრომელი. 2011 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ელექტროინჟინერიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი და ლექტორი. სხვადასხვა წლებში მუშაობდა და თანამშრომლობდა შპს "Tegeta Academy", CNFA-GEORGIA (Cultivating New Frontiers in Agriculture) კომპანია Chirifruit Ltd. აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა პროექტებში და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. არის 12 სამეცნიერო სტატიისა და 1 საავტორო უფლების ავტორი და მფლობელი.
2013 - აგროსაინჟინრო ფაკულტეტის სოფლის მეურნეობის წარმოების ავტომატიზაციისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, დოქტორანტურა
1992 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ავტომატიკა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი
ელექტრული წრედები - თეორია I (B)
ელექტრული წრედები - თეორია II (B)
ელექტროტექნიკური მასალები (B)
ანალოგური და ციფრული წრედები I (B)
ანალოგური და ციფრული წრედები Ii (B)
ფაღავა ა., შუბითიძე ზ., ანასოვი ა., ნატროშვილი გ., დათუაშვილი ზ., მიდელაშვილი ე. (2015). ბლინების საცხობი ინოვაციური მოწყობილობა სწრაფი კვების ბაზრისათვის. საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის “ფუნქციონალური დანიშნულების კვების პროდუქტების წარმოების ინოვაციური ტექნოლოგიები“ მასალები. ქუთაისი. გვ. 494-496.