გიორგი ღამბაშიძე

ასისტენტ-პროფესორი

გიორგი ღამბაშიძე

ასისტენტ-პროფესორი

g.ghambashidze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი აგროეკოლოგიის სპეციალობით. ამავე სპეციალობით 2004 წელს - მაგისტრატურა. 2006 წელს დაიცვა დისერტაცია აგროეკოლოგიაში თემაზე: "ზემო იმერეთის რეგიონის აგროეკოლოგიური თავისებურებები" და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში ბოტანიკისა და ზოგადი ბიოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად. 2006-2010 წლებში ეკავა საქართველოს სახელმწიფო სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტის ეკოლოგიური სოფლის მეურნეობის და ბუნების დაცვის განყოფილების უფროსი ლაბორანტის, ხოლო 2010-2013 წლებში უფროსი მასწავლებლის თანამდებობა. 2013 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2003 და 2005 წლებში მოიპოვა ავსტრიის აკადემიური გაცვლის სამსახურის სტიპენდია, რომლის ფარგლებში განახორციელა სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომთან დაკავშირებული კვლევები ვენის ბუნებრივი რესურსების და სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა უნივერსიტეტში.

განათლება

2006 - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი
2004 - მაგისტრი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, აგრონომიის ფაკულტეტი
2002 - ბაკალავრი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, აგრონომიის ფაკულტეტი 

სასწავლო კურსები

გის-ის საფუძვლები (B)
მებოსტნეობა (B)

პუბლიკაციები

ურუშაძე, თენგიზ, კვესიტაძე, გიორგი, გაგელიძე, ნინო, ზაქარეიშვილი, ნინო, თხელიძე, ამირან, კახაძე, რუსუდან, სადუნიშვილი, თინათინ, ქუთათელაძე, ლალი, ქვრივიშვილი, თამარ, წერეთელი, გიული, ღამბაშიძე, გიორგი, ხომასურიძე, დიანა, ჯორბენაძე, ლეო. (2019). საქართველოს ნიადაგური ატლასი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამომცემლობა. თბილისი, 216 გვ.  

ურუშაძე, თენგიზ, კვესიტაძე, გიორგი, არაბული, ავთანდილ, ბარათაშვილი, ზურაბ, კახაძე, რუსუდან, ქვრივიშვილი, თამარ, წერეთელი, გიული, ღამბაშიძე,  ხომასურიძე, დიანა, ჯორბენაძე, ლეო და სხვ. (2019). სასოფლო-სამეურნეო ლექსიკონი, ორტომეული. მონოგრაფია. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამომცემლობა, თბილისი, 397 გვ.

Kunchulia, I., Kakhadze, R., Tsereteli, G., Ghambashidze, G., Urushadze, T. (2018). Classification of shallow and skeletal mountain soils with the WRB system on the example if the Trialeti Range, Lesser Caucasus (Georgia). Bulletin of Geography. Physical Geography Series No. 14 (1) 49-62 Toruń (Poland).

ურუშაძე, ნაკაიძე, თხელიძე, ქვრივიშვილი, ღამბაშიძე, წერეთელი, კახაძე და სხვ. (2017). ორგანული სოფლის მეურნეობა, თავი 4 ნიადაგი ორგანულ სოფლის მეურნეობაში. თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის გამომცემლობა. 577 გვ.

Urushadze, T., Tkhelidze, A., Gambashidze, G. (2016). Soils of Georgia. Swiss Cooperation Office South Caucasus. UNDP

რუშაძე, თ., თხელიძე, ა., ღამბაშიძე, გ. (2015). საქართველოს ნიადაგები. Swiss Cooperation Office South Caucasus, UNDP, Georgia, 2015 46

Urushadze, T., Ghambashidze, G. (2013). Soil Resources of Georgia, Soil Resources of Mediterranean and Caucasus Countries.JRC Technical Reports