ინგა აბდუშელიშვილი

პროფესორი

ინგა აბდუშელიშვილი

პროფესორი

i.abdushelishvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1989 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი, ორგანული ქიმიის მიმართულებით. 1996-1999 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სერგი დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, სადაც დაიცვა სამეცნიერო დისერტაცია თემაზე: "რკინისა და სპილენძის იონების გავლენა ფენოლების ტრანსფორმაციაზე მცენარეებში" და 2000 წელს მიენიჭა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი (სპეციალობით ბიოქიმია). 1989 წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში (ამჟამად საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი), ბიოორგანული ქიმიის კათედრაზე. მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებაა ქსენობიოქიმია. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. პარალელურად, 2010 წლიდან მუშაობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ქიმიის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე. იგი ასევე არის განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის და გაეროს განვითარების პროგრამის დარგის სპეციალისტი. ამჟამად არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი ქიმიის მიმართულებით.

განათლება

1999 - ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი (ბიოქიმია), სერგი დურმიშიძის მცენარეთა ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტი
1989 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი, სპეციალობა - ორგანული ქიმია

სასწავლო კურსები

ორგანული ქიმია - I (B)
ორგანული ქიმია - II (B)
ბუნებრივ ნაერთთა ქიმია (B)