ჯემალ კაციტაძე

პროფესორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

ჯემალ კაციტაძე

პროფესორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი

j.katsitadze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1961 წელს დაამთავრა ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მექანიზაციის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაცია. 1973 წელს მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო 1986 წელს ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. 1961-1979 წლებში მუშაობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში (სოხუმი). ასევე იყო ლითონთა ტექნოლოგიისა და მანქანათა რემონტის კათედრის გამგე. 1990-2001 წლებში საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში იკავებდა მანქანების საიმედოობის, რემონტისა და მასალათა ტექნოლოგიის კათედრის გამგის პოზიციას. 2013-2014 წლებში იყო საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პრორექტორი სამეცნიერო ნაწილში. მისი შრომები ეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საიმედოობის გაანგარიშებისა და გაზრდის თეორიული საფუძვლების დამუშავებას. გამოქვეყნებული აქვს 270-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 10 სახელმძღვანელო, 9 მონოგრაფია. 2015 წელს მიღებული აქვს სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის ოქროს მედალი. აქვს 18 საავტორო მოწმობა და პატენტები გამოგონებებზე. არის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1989) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი (1993-დან). მისი ხელმძღვანელობით დაცულია 7 სადოქტორო და 13 საკანდიდატო დისერტაცია. არის მრავალი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წევრი - Mechanization in Agriculture, Conserving of the Resources (SOFIA). ამჟამად იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორის აკადემიურ თანამდებობას მანქანათა საიმედოობასა და მასალათა გამძლეობის მიმართულებით.

განათლება

1986 - ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი
1973 - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი
1961 - ქუთაისის სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი, მექანიზაციის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

მასალათამცოდნეობა (B)
საწარმოო პროცესები (B)

პუბლიკაციები

Katsitadze, J. (2020). Modern Mathematical Methods for Optimizing Technological Processes to Increase Machine Reliability. Lambert Academic Publishing.

Katsitadze, J. (2019). Technology for improving the reliability and resource of agricultural machinery. Kutaisi state university Akaki Tcereteli, “ Moambe” № 1 , Kutaisi.

 

კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ. (2019). სასოფლო სამეურნეო ტექნიკის საიმედოობის გაზრდა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „Mechanization in Agriculture”, №3 , სოფია.

კაციტაძე, ჯ., ფუტკარაძე, ზ. (2019). აჭარის სამთო პირობებში მომუშავე მცირე მექანიზაციის მანქანების საიმედოობის გამოკვლევა. VII საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონგრესის შრომები, ბურგასი.

Katsitadze, J., Putkaradze, Z. (2019). Reliability study of small-scale mechanization machines operating in the mountainous conditions of Adjara. Proceedings of the Seventh International Scientific and Technical Congress, Burgas.

Katsitadze, J., Putkaradze, Z. Katsitadze, E. (2019). Machine Reliability Research of Low Mechanization in the Mountain Conditions of Adjara with the Aim of its Increase. VII International Scientific Congress „AGRICULTURAL MACHINERY 2019“. 26 - 29 June 2019, Burgas, Bulgaria.

Katsitadze, J., Kapanadze, V.,  Qutelia, G. (2016). To Increase the Reliability of Plow. International Scientific Journal ‘Machines, Technologies, Materials’, Issue 3, p.7-8, 2016; ISSN: 1313-0226, IF 5