კონსტანტინე ჩხიკვაძე

პროფესორი

კონსტანტინე ჩხიკვაძე

პროფესორი

ko.chkhikvadze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1973 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით. 1976–1980 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამშენებლო მექანიკისა და სეისმომედეგობის ინსტიტუტის ასპირანტი. 1985 წელს დაიცვა დისერტაცია ატომური ელექტროსადგურების დამცავი გარსების სეისმომედეგობის თემატიკაზე და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი. 1977-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (“გრუზნიიეგსი”) უფროს მეცნიერ-თანამშრომლად ატომური ელექტროსადგურების და ჰიდროტექნიკური ნაგებობების (ენგურის, ხუდონის, ნამახვანის თაღოვანი კაშხლების, ჟინვალის და სხვა კაშხლების) სეისმომედეგობის საკითხებზე. 2007-2011 წლებში მუშაობდა კირიაკ ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტის სეისმომედეგობის თეორიის ლაბორატორიის გამგედ, შემდეგ ძირითად სამეცნიერო მიმართულებებზე: სეისმომედეგი მშენებლობის მარეგულირებელი ახალი თაობის ეროვნული ნორმატული დოკუმენტების პაკეტის მომზადება ევროპული სტანდარტის EUROCODE 8–ის საფუძველზე, ნაგებობათა რეალური ქცევის განსაზღვრა სეისმური ზემოქმედებისას ფიზიკური, გეომეტრიული და კონსტრუქციული არაწრფივობის გათვალისწინებით.
1986 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კითხულობს ლექციების კურსს სხვადასხვა საგნებში.
1999 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით, ხოლო 2001 წელს მიიღო მედალი “საბრძოლო დამსახურებისთვის”. 2013 წლიდან იგი საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას პროფესორის აკადემიურ პოზიციაზე და კითხულობს ლექციებს სხვადასხვა დისციპლინებში.

განათლება

1985 - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი
1973 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით

სასწავლო კურსები

სამშენებლო საკონსტრუქციო პროგრამები (M)
სასრულ ელემენტთა ანალიზი (M)
ტექნიკური მექანიკის გაძლიერებული კურსი (M)
მდგრადობის და სეისმომედეგობის გაძლიერებული კურსი (M)
საანგარიშო პროგრამები: LIRA, SAP2000 (M)
მასალათა გამძლეობა I (B)
მასალათა გამძლეობა II (B)
სამშენებლო მექანიკა I (B)
სამშენებლო მექანიკა II (B)
დინამიკა და სეისმომედეგობა (B)
ტექნიკური მოდელირება LIRA (B)