ლევან სიგუა

პროფესორი

ლევან სიგუა

პროფესორი

l.sigua@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1990 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი მათემატიკის სპეციალობით. 1990-1993 წლებში სწავლობდა ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1999 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია და მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1994 წლიდან 2010 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორისა და ასოცირებული პროფესორის თანამდებობებზე. 2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს წმ. ანდრია პირველწოდებულის უნივერსიტეტში მათემატიკის ლექტორად. 2012 წლიდან დღემდე არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მათემატიკის მიმართულების პროფესორი და ასევე თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მათემატიკური საგნების ლექტორი. სხვადასხვა წლებში იმყოფებოდა ხანგრძლივ კვლევით მივლინებებში: გერმანიის ქ. შტუტგარტის უნივერსიტეტი (1996 წელი), პორტუგალიის ქ. ავეიროს უნივერსიტეტი (2001-2002 წლები). მიღებული აქვს სხვადასხვა საერთაშორისო გრანტები კვლევით პროექტებში და მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში.

განათლება

1999 - ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
1990 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

აზროვნების მათემატიკური წესი (B)
კალკულუსი I (B)
კალკულუსი II (B)