მაია ხუციშვილი

ენტომოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი

მაია ხუციშვილი

ენტომოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარი

ma.khutsishvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი მეაბრეშუმეობის სპეციალობით. 2012 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ბიოსტიმულატორ ასმა-1-ის გავლენა თუთის აბრეშუმხვევიას ბიოტექნოლოგიურ მაჩვენებლებზე" და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი. 2006-2011 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის კვლევით ინსტიტუტში ლაბორანტის პოზიციაზე. 2014 წლიდან მუშაობს ამავე უნივერსიტეტის ენტომოლოგიის ინსტიტუტში მეაბრეშუმეობის ლაბორატორიის მკვლევარად. 2016-2017 წლებში იმყოფებოდა იაპონიაში კიუშუს აგრარული უნივერსიტეტის მეაბრეშუმეობის ინსტიტუტში მაცუმას საერთაშორისო ფონდის დაფინანსებით, სადაც სწავლობდა თუთის აბრეშუმხვევიას რეპროდუქციული ორგანოების ხანგძლივ დაკონსერვებას. 2021 წელს იმყოფებოდა მივლინებით უზბეკეთში, ტაშკენტის მეაბრეშუმეობის ინსტიტუტში მეაბრეშუმეობაში ახალი ტექნოლოგიების გასაცნობად. იგი არის 3 სახელმძღვანელოს ავტორი და გამოქვეყნებული აქვს 27 სტატია.

განათლება

2012 - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორის ხარისხი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
2002 - საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, მეაბრეშუმეობის ფაკულტეტი

პუბლიკაციები