მურმან ჯაფარიძე

პროფესორი

მურმან ჯაფარიძე

პროფესორი

m.japaridze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1967 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის მებაღე-მევენახეობის და ტექნოლოგიის ფაკულტეტი, მეღვინეობის ტექნოლოგიის სპეციალობით. 2006 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ალკოჰოლიანი და უალკოჰოლო კვების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიაში თემაზე "ზოგიერთი აზოტშემცველი ნაერთის ტრანსფორმაცია მადერის ტიპის ღვინომასალაში" და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1968-1971 წლებში იყო სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ასპირანტი. 1971-2006 წლებში ეკავა ამავე ინსტიტუტის ლაბორანტის, უფროსი ლაბორანტის, ასისტენტის და უფროსი მასწავლებლის პოზიციები. 2006-2013 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის კვების პროდუქტების ტექნოლოგიის დეპარტამენტის მასწავლებელი და ასოცირებული პროფესორი. 2013 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის პროფესორი. წლების განმავლობაში უძღვებოდა სალექციო კურსს მეღვინეობის, ლუდის, სპირტიანი სასმელების, უალკოჰოლო სასმელების ტექნოლოგიებში. არის 1 გამოცემული, დასაბეჭდად გადაცემული 1 სახელმძღვანელოს, 46 სამეცნიერო სტატიის ავტორი და თანაავტორი. მონაწილეობა აქვს მიღებული 11 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციასა და სიმპოზიუმზე.

განათლება

2006 - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტი
1967 - სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი. მებაღე-მევენახეობისა და ტექნოლოგიის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

სამადუღრე სასმელების ტექნოლოგია (B)
ენოქიმია (B)