ნათია სამუშია

პრორექტორი პროგრამების განვითარების საკითხებში

ნათია სამუშია

პრორექტორი პროგრამების განვითარების საკითხებში

n.samushia@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2016 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის და თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორი პროგრამების განვითარების საკითხებში. კოორდინაციას უწევს: უნივერსიტეტების პროგრამების შემუშავებასა და განვითარებას; ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესებს; საერთაშორისო გრანტების მოზიდვასა და მართვას. აქტიურადაა ჩართული უნივერსიტეტების პოლიტიკისა და სტრატეგიის განსაზღვრაში; აკადემიური კადრების შერჩევისა და აყვანის პროცესში; მჭიდროდ თანამშრომლობს დონორებსა და ბიზნეს-პარტნიორებთან.

2007-2012 წლებში ჩართული იყო ღრმა დერეგულირებასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ რეფორმებში ძველი, არასაჭირო და მძიმე რეგულაციების იდენტიფიცირებით, ანალიზითა და გაუქმებით ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისათვის. ის მუშაობდა ისეთ საკანონმდებლო საკითხებზე, როგორიცაა მაგალითად: კონტრაქტების აღსრულება, შრომის კანონმდებლობა, კონკურენცია, ბიზნესის წამოწყება, გადახდისუუნარობა და ბიზნეს გარემოსთან დაკავშირებული სხვა რეგულაციები. 

ასევე, 2009-2012 წლებში, როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველთა გუნდის წევრი, იყო ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის (DCFTA) და ასოცირების შეთანხმების (AA) ერთ-ერთი მომლაპარაკებელი სხვადასხვა მიმართულებით. აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის შესაბამისი რეგულაციების ანალიზში, ევროკომისიისათვის წარსადგენი პოლიტიკის დოკუმენტებისა და შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავების პროცესში, რათა შეემცირებინა რეგულაციების ტვირთი ეკონომიკაზე. მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგზე.

აქვს ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში, მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობაში და მაგისტრის სერტიფიკატი პროექტის მართვაში.

განათლება

2018 - Leadership Academy for Development, Stanford University
2012-2013 - Master’s Certificate in Project Management, George Washington University, School of Business
2009-2010 - Public Policy Analysis, Negotiation Techniques, Georgian Foundation for Strategic and International Studies (GFSIS)
2005-2007 - საჯარო მმართველობის მაგისტრი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა უნივერსიტეტი
2001-2005 - ფსიქოლოგიის ბაკალავრის ხარისხი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი