ნინო ჩარექიშვილი

ასისტენტ-პროფესორი

ნინო ჩარექიშვილი

ასისტენტ-პროფესორი

n.chareqishvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2003 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურის სრული კურსი სპეციალობით ასირიოლოგია და მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი. 2009 წელს დაიცვა დისერტაცია ხეთოლოგიის მიმართულებით თემაზე: „ხეთების ურთიერთობა აღმოსავლეთ პერიფერიის პოლიტიკურ ერთეულებთან“ და მიენიჭა ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2006-2011 წლებში ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტში ძველი აღმოსავლეთის ისტორიის განყოფილებაში იკავებდა მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციას. 2006 წლიდან არის "ასირიოლოგთა, ბიბლეისტთა და კავკასიოლოგთა" საზოგადოების დამფუძნებელი და ასირიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. პარალელურად 2008-2015 წლებში მუშაობდა აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმში. 2011 წელს კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ბიზნესის ფაკულტეტზე. 2011 წლიდან ასევე მუშაობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA), სოციალური და პოლიტიკის მეცნიერებების მიმართულებით. ამავე წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2011-2012 წლებში კითხულობდა ლექციებს ციურიხის უნივერსიტეტში, (Universität Zürich (UZH)-Institut für Banking und Finance) და უძღვებოდა კურსს: Geld, Preise und Regulation vor 5000 Jahren und heute. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომისა და არაერთი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.

განათლება

2009 - ისტორიის დოქტორის აკადემიური ხარისხი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2003 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი

სასწავლო კურსები

მსოფლიო ისტორია და საქართველო (B)