ნინო შოშიტაიშვილი

ასისტენტ-პროფესორი

ნინო შოშიტაიშვილი

ასისტენტ-პროფესორი

n.shoshitaishvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2000 წელს დაამთავრა ლესტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი) და მიენიჭა საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრის ხარისხი. 2021 წლიდან სწავლობს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სასწავლო პროგრამის დოქტორანტურაზე. აქვს კერძო და სახელმწიფო სფეროში პროფესიული მოღვაწეობის მრავალწლიანი გამოცდილება. მუშაობდა საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციაში, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში, სარეკლამო კომპანია იმპერიალში. 2007 წლიდან მუშაობს საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. ასწავლის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურებზე მენეჯმენტისა და მარკეტინგის დარგების სხვადასხვა საგანს. აგრეთვე ატარებს სხვადასხვა კორპორატიულ და კერძო ტრენინგებს: 2011 წელს იყო NATO-საქართველოს პროფესიული განვითარების პროგრამის ტრენერი; 2008-2011 წლებში იყო საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესიული პროგრამების ტრენერი; 2019-2022 წლებში იყო Deutsche Welle-სა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მედია სკოლის სასწავლო მოდულების ტრენერი და ლექტორი ტრენინგებისა და ვებინარების მომზადების კუთხით. არის დაკავებული საკუთარი ბიზნეს საქმიანობით მასპინძლობისა და უძრავი ქონების მართვის სფეროებში. აქვს სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2015 წელს ჩართული იყო TEMPUS ტურიზმის მდგრადობის პროგრამის და სახელმძღვანელოს მომზადების პროცესში (საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი). 2011 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ლექტორი, ხოლო 2013 წლიდან - ამავე უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი.

განათლება

2021 - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) სოციალურ მეცნიერებათა სასწავლო პროგრამა, დოქტორანტი
2000 - ლესტერის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი), საერთაშორისო ბიზნესის მართვის მაგისტრი (MBA)
1994 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (ჟურნალისტი)

სასწავლო კურსები

მენეჯმენტის საფუძვლები (B)
ოპერაციების მართვა (B)
მოლაპარაკებები და კონფლიქტები (B)
ორგანიზაციული ქცევა (B)
ადამიანური რესურსების მენეჯმენტი (B)
მარკეტინგის მენეჯმენტი (C)