ნუკრი მემარნიშვილი

ასისტენტ-პროფესორი

ნუკრი მემარნიშვილი

ასისტენტ-პროფესორი

n.memarnishvili@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1982 წელს დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი აგროინჟინერის სპეციალობით. 1985-1989 წლებში იყო საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გენეტიკისა და სელექცია-მეთესლეობის კათედრის ასპირანტი. 1983-1991 წლებში მუშაობდა ამავე კათედრის ლაბორანტად, უფროს ლაბორანტად და ასისტენტად. 1990 წელს დაიცვა დისერტაცია სელექცია-მეთესლეობის მიმართულებით და მიენიჭა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1991-1992 წლებში მუშაობდა საქართველოს აგრარულ-სამრეწველო გაერთიანება “საქეთერზეთმრეწვის”- მთავარ აგრონომად, ხოლო 1992-2002 წლებში მარნეულის ეთერზეთების მეურნეობა-ქარხნის დირექტორის მოადგილედ, დირექტორად. 2013–2015 წლებში იყო საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მარნეულის მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის უფროსი, ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელი. 1992 წლიდან არის ფერმერი მარნეულის მუნიციპალიტეტში. 2002 წლიდან მუშაობს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია “ელკანას” მთავარ კონსულტანტად. 2013 წლიდან იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. 2001 წლიდან მონაწილეობს სოფლის მეურნეობის და ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო პროექტებში ტრენერის რანგში.

განათლება

1990 - სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი. სპეციალობა - სელექცია-მეთესლეობა
1982 - საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტი (აგრარული უნივერსიტეტი), სპეციალობა აგროინჟინერი
1989 - საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის გენეტიკისა და სელექცია-მეთესლეობის კათედრის ასპირანტი

სასწავლო კურსები

ორგანული სოფლის მეურნეობა (B)