რევაზ მახარობლიძე

პროფესორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

რევაზ მახარობლიძე

პროფესორი; კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი

r.makharoblidze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1959 წელს დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი. 1964 წელს მიენიჭა არაშავმიწანიადაგიანი ზონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ცენტრარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ტექნიკის მეცნიერებათა კანიდადის ხარისხი. 1981 წელს მიენიჭა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი. 1967-1974 წლებში იყო საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის კათედრის გამგე. 1974-1976 წლებში იკავებდა სამთო მიწათმოქმედებისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევითი საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიების ინსტიტუტის განყოფილების გამგის თანამდებობას. 1982 წლიდან იკავებდა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (ახლანდელი საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი) მანქანების ექსპლუატაციის კათედრის გამგის თანამდებობას. 1976 წლიდან მუშაობს კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში (1976-1982 წლებში იყო განყოფილების გამგე). 2000-2006 წლებში იკავებდა ამავე ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობას. დაწერილი აქვს სამეცნიერო შრომები (71 გამოგონება), ძირითადად ეხება სასოფლო-სამეურნეო მანქანების დინამიკას, პარამეტრების ოპტიმიზაციასა და საიმედოობის ამაღლებას. გამოქვეყნებული აქვს 400-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. იგი არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი.

განათლება

1981 - საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი
1964 - არაშავმიწანიადაგიანი ზონის სოფლის მეურნეობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ცენტრარული სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ტექნიკის მეცნიერებათა კანიდადი
1959 - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტი

პუბლიკაციები

მახარობლიძე, რ., მახარობლიძე, ზ. (2019). ცვალებად მასიანი რულონური დამწნეხ-ამკრების დინამიკა. საერთაშორისო ჟურნალი „მექანიკის პრობლემები“. № 2(75).

მახარობლიძე, რ., მახარობლიძე, ზ. (2019). ცვალებად მასიანი სხეულების დინამიკის აქტუალური საკითხები სასოფლო-სამეურნეო მანქანებში. საერთაშორისო ჟურნალი „მექანიკის პრობლემები“. № 1(74)

მახარობლიძე, რ., მახარობლიძე, ზ. (2019). მცენარეული მასალების ჭრის კრიტიკული სიჩქარის განსაზღვრა. საერთაშორისო ჟურნალი „მექანიკის პრობლემები“ № 3(76)

მახარობლიძე, რ., მახარობლიძე, ზ. (2019). ადაპტური თვითმავალი შასის ტანდემ-თვლიანი სავალი ორგანოებით ნიადაგის გამკვრივების თეორია. საერთაშორისო ჟურნალი „აგრარული მეცნიერების მოამბე“ № 4

Makharoblidze, R. (2016). Theory of Soil Compaction by Running Bodies of Mountain Tandem-Wheeled Self-Propelled Chassis. Annals of Agrarian Science, vol. 14, 1, pp20-23. ISSN: 1512-1887

Makharoblidze, R. (2016). Mathematical Modeling of Agricultural Unit Operation on Slope with Application of Similarity Theory. Problems of Mechanics, 1(62), pp.20-23.

Makharoblidze, R. (2016). Impact of Lateral Movement on Capacity of Unit at Transversal Operation on Slope. Problems of Mechanics, 2(63), pp. 14-19.