შაკო თავაძე

სტუდენტების დეკანი; საუნივერსიტეტო ზოგადი განათლების საგნების კურატორი

შაკო თავაძე

სტუდენტების დეკანი; საუნივერსიტეტო ზოგადი განათლების საგნების კურატორი

s.tavadze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2010-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, პრემიერ მინისტრის მრჩეველთა ჯგუფში. მისი საქმიანობა ძირითადად დაკავშირებული იყო საქართველოსთვის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მიერ გამოცხადებული მეორე კომპაქტის მისაღებად მოსამზადებელ სამუშაოებსა და შესაბამისი პროცესის კოორდინაციასთან.

ამ პროცესის ფარგლებში, მისი გამოცდილება მოიცავს სხვადასხვა სამთავრობო უწყების და საერთაშორისო ექსპერტების ერთობლივი თანამშრომლობით შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისა და ბიუჯეტირების პროცესით 2012 წელს საქართველოსთვის დამტკიცებულ 150 მილიონი დოლარის გრანტის მიღებას საშუალო და უმაღლესი განათლების განსავითარებლად.

2012 წლის ბოლოდან ის შეუერთდა თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტისა და საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის გუნდს და ამჟამად ხელმძღვანელობს სტუდენტებსა და აბიტურიენტებთან ურთიერთობის ოფისს სტუდენტების დეკანის პოზიციით.

ის კოორდინაციას უწევს აბიტურიენტების მოზიდვის ცენტრალიზებულ კამპანიას, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმების პროცესს, სტუდენტური ცხოვრების ფარგლებში სხვადასხვა პროექტსა და აქტივობას, საველე პრაქტიკის ორგანიზებას სტუდენტებისთვის.

სტუდენტების დეკანი კოორდინაციას უწევს საუნივერსიტეტო ზოგადი განათლების საგნებს თბილისის თავისუფალ და საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში. საუნივერსიტეტო ზოგადი განათლების მოდული არის ორივე უნივერსიტეტის ყველა საბაკალავრო პროგრამის შემადგენელი კომპონენტი, რამდენადაც სრულად შეესაბამება უნივერსიტეტის მისიასა და სწავლების კონცეფციას. 

2011 წლიდან დღემდე მოწვეულ ლექტორის სტატუსით კითხულობს რამდენიმე სასწავლო კურსს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამაზე.

განათლება

2007-2011 წელი - თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, ბიზნესის სკოლა ESM, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი