შალვა კვეზერელი

ასისტენტ-პროფესორი

შალვა კვეზერელი

ასისტენტ-პროფესორი

s.kvezereli@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

2002 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტის ჰიდრო მელიორაციის და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტი. 2005 წელს მიენიჭა ვაიენშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) მაგისტრის ხარისხი აგრარული მენეჯმენტის სპეციალობით. 2011 წელს საქართველოს სახელმწიფო აგრარულ უნივერსიტეტში მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი. 2004-2005 წლებში, სწავლის პარალელურად, მუშაობდა საერთაშორისო სამაგისტრო კურსის ხელმძღვანელის ასისტენტად ვაიენშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. 2006-2011 წლებში იგი ჩართული იყო გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის საზოგადოების (GTZ) სხვადასხვა პროექტებში. 2011-2012 წლებში იკავებდა შ.პ.ს. "სარგო+"-ის წარმოების ხელმძღვანელის თანამდებობას. 2011 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. 2014 წლიდან ის არის დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი. 2016 წლიდან არის ტრისდორფ აგრო-ბიზნეს კონსალტინგის (TABCo) სამუშაო ჯგუფის წევრი, ხოლო 2017 წლიდან ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანების თანადამფუძნებელი. 2016-2019 წლებში იყო აზიის განვითარების ბანკის (Asian Development Bank ADB) წარმომადგენელი საქართველოში, ტრენერი და ბიზნესის კონსულტანტი. ძირითადი საქმიანობის პარალელურად პერიოდულად მუშაობს ტრენერ-კონსულტანტად გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) საქართველოში და ეისითი (act) საქართველოში.

განათლება

2011 - ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორის აკადემიური ხარისხი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი 
2005 - მაგისტრის ხარისხი აგრარული მენეჯმენტის სპეციალობით, ვაიენშტეფანის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი
2002 - ეკოლოგიის ბაკალავრის ხარისხი, საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, ჰიდრო მელიორაციის და საინჟინრო ეკოლოგიის ფაკულტეტი. 

სასწავლო კურსები

მენეჯმენტის საფუძვლები (B)
გაყიდვები და გაყიდვების მენეჯმენტი (B)
ოპერაციების მართვა (B)
ორგანიზაციული ქცევა (B)