თამაზ ბიჭიაშვილი
პროფესორი
პროფესორი
პროფესორი
1978 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი, სპეციალობით ნახევარგამტარები და დიელექტრიკები. 1978-1992 წლებში მუშაობდა კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის ინსტიტუტში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1980-1983 წლებში იყო მოსკოვის ელექტრიფიკაციის ინსტიტუტისა და კონსტანტინე ამირაჯიბის სახელობის ელექტრიფიკაციის ინსტიტუტების ასპირანტი. 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „მცენარეთა ფიზიოლოგიური მდგომარეობის ექსპრეს-დიაგნოსტიკის ბიოფიზიკური მეთოდების დამუშავება“ და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1989-1991 წლებში იყო სანკტ პეტერბურგის აგროფიზიკის ინსტიტუტის დოქტორანტი. 1992-1994 წლებში ქ. მოსკოვში მუშაობდა ფინანსური კომპანია „სოკოლი“-ს გენერალური დირექტორის თანამდებობაზე. 1995-1998 წლებში შპს „ფერი“-ს (საქმიანობა - საქართველოში ჰესების რეაბილიტაცია, ახალი ჰესების პროექტირება და მშენებლობა) დირექტორის მოადგილედ. 1998-2004 წლებში ეკავა ენერგოგენერაციული კომპანია „ენტო“-ს დირექტორის მოადგილის თანამდებობა. 2005-2007 წლებში მუშაობდა კომპანია „ევროსტოუნი“-ს მთავარ ინჟინრად. 2007-2010 წლებში იყო კომპანია „ინტრპლასტი“-ს ლაბორატორიის გამგე. 2010-2011 წლებში ეკავა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მრჩევლის აგროსაინფორმაციო ტექნოლოგიების საკითხებზე და მოწვეული პედაგოგის პოზიციები. 2012 წლიდან არის საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი და კონსტანტინე ამირაჯიბის ინჟინერიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. ფიტომონიტორინგისა და ექსპერიმენტების ავტომატიზაციის საკითხებზე გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, 15 გამოგონება დაცულია პატენტით. 2018 წლიდან არის საქართველოს განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის საუნივერსიტეტო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი ფიზიკის, ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერიის, ბიოსამედიცინო ინჟინერიისა და ენერგეტიკის მიმართულებით.
1987 - ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატი, მოსკოვის ელექტრიფიკაციის ინსტიტუტი
1983 - ასპირანტურა, მოსკოვისა და საქართველოს ელექტრიფიკაციის ინსტიტუტები
1978 - საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, საინჟინრო ფიზიკის ფაკულტეტი
თეორიული ფიზიკა II (B)
ლაბორატორიული ფიზიკა II (B)
ზოგადი ფიზიკა (B)
საინჟინრო გაზომვები და სენსორები I (M)
საინჟინრო გაზომვები და სენსორები II (M)
კვლევის მეთოდოლოგია (M)
საინჟინრო გაზომვების თანამედროვე მეთოდები (M)