თენგიზ ბერიძე

პროფესორი

თენგიზ ბერიძე

პროფესორი

t.beridze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

მის სამეცნიერო ინტერესების სფეროებს წარმოადგენს მოლეკულური ბიოლოგია, მოლეკულური გენეტიკა და ბიოქიმია. მისი ავტორობით, რუსულ (1982 წ.) და ინგლისურ ენებზე (1986 წ., Springer), გამოცემულია წიგნი „სატელიტური დნმ“. 2013 წელს წიგნი გამოიცა ელექტრონული წიგნის სახით (eBOOK). ის არის რამდენიმე ათეული სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი ხელმძღვანელობით განხორციელებულია 5 საკანდიდატო და 1 სადოქტორო დისერტაცია. საქართველოს ფარგლებს გარეთ იგი კვლევითი მივლინებების ფარგლებში მუშაობდა სტრასბურგის მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ინსტიტუტში (საფრანგეთი), ტიუბინგენის უნივერსიტეტში (გერმანია), ქ. სენტ ლუისის ვაშინგტონის უნივერსიტეტში (აშშ). მიღებული აქვს ადგილობრივი თუ საერთაშორისო ფონდებით დაფინანსებული არაერთი საგრანტო პროექტი. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმში. 2000 წელს დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, 2011 წელს სერგი დურმიშიძის სახელობის პრემიით ბიოქიმიის დარგში. 2013-2021 წლებში იკავებდა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მოლეკულური გენეტიკის ინსტიტუტის დირექტორის პოზიციას.

განათლება

1980 - მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტის ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.
1966 - მოსკოვის ბიოქიმიის ინსტიტუტის ასპირანტი.
1962 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ქიმიის ფაკულტეტი.