ცეზარ გოლეთიანი

პროფესორი

ცეზარ გოლეთიანი

პროფესორი

c.goletiani@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი, ფიზიოლოგიის მიმართულებით. ამავე სპეციალობით, 2001 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტში ნეირომეცნიერების მიმართულებით თემაზე: "თალამუსის რეტიკულური ბირთვის მნიშვნელობა ცხოველთა ქცევაში". 1997-2003 წლებში მუშაობდა იმავე ინსტიტუტში მეცნიერ-თანამშრომლად. 2003-2005 წლებში იყო ბოხუმის უნივერსიტეტის (გერმანია) ნეირობიოლოგიისა და ზოოლოგიის დეპარტამენტის, 2007-2009 წლებში პენსილვანიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნეიროქირურგიის დეპარტამენტის (აშშ) პოსტდოქტორანტი, 2009-2011 წლებში - კოლუმბიის უნივერსიტეტის (აშშ) ბიოინჟინერიის დეპარტამენტის და 2011-2013 წლებში - ნიუ-იორკის სამედიცინო კოლეჯის (აშშ) ეპილეფსიის ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომელი. 2013 წლიდან იკავებს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული, ხოლო 2017 წლიდან პროფესორის აკადემიურ თანამდებობას. ამავდროულად, იგი არის თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის კოგნიტიურ ნეირომეცნიერებათა სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. მან 2017 წლიდან შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის ფარგლებში განავითარა ლაბორატორია, რომლის მრავალპროფილიანი კვლევების მთავარი მიმართულებებია: თავისა და ზურგის ტვინის ნეიროტრავმები და გამოთვლითი ნეირომეცნიერება. გამოქვეყნებული აქვს 19 ნეირომეცნიერული ნაშრომი რეიტინგულ ჟურნალებში და მასალები წარდგენილი აქვს 11 საერთაშორისო კონფერენციაზე. აქტიურადაა ჩართული ორივე უნივერსიტეტის აკადემიურ საქმიანობაში, მათ შორის ჯუნიორ და სენიორ პროექტების ხელმძღვანელი.

განათლება

2001 - ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტი, 
1995 - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბიოლოგიის ფაკულტეტი 

სასწავლო კურსები

უხერხემლოთა ანატომია და ზოოლოგია (B)
ხერხემლიანთა ანატომია და ზოოლოგია (B)
ზოოლოგია (B)
ანატომიისა და ფიზიოლოგიის ლაბორატორიული კურსი (B)
ნეირომეცნიერული კვლევის თანამედროვე პრობლემები (M)