ვახტანგ არაბიძე

პროფესორი

ვახტანგ არაბიძე

პროფესორი

v.arabidze@agruni.edu.ge Copy Email Copied!

ბიოგრაფია

1983-1990 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე. 1990 წელს მიიღო ინჟინერ მშენებლის კვალიფიკაცია. 2005 წელს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: "აქტიური სეისმოდაცვის მოქნილღეროვანი სისტემები" და მიენიჭა ტექნიკის მეცნიერების კანდიდატის (აკადემიური დოქტორი) სამეცნიერო ხარისხი. 1990–2010 წლებში მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში: ინჟინრის, უფროსი ინჟინრის, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლის, მეცნიერ თანამშრომლის, მთავარი მეცნიერ თანამშრომლის, სეისმური რისკის მართვის ლაბორატორიის გამგის თანამდებობებზე. მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში, უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე. 2011-2017 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სამშენებლო-საკონსტრუქტორო ბიუროში მთავარი კონსტრუქტორის პოზიციაზე. გააჩნია 34 წლიანი გამოცდილება საპროექტო და საექსპერტო საქმიანობაში. არის „საქართველოს სეისმომედეგი მშენებლობის და საინჟინრო-სეისმოლოგიის ეროვნული ასოციაციის“ და „საქართველოს გეოფიზიკური ასოციაციის“ წევრი. 2011 წლიდან კითხულობს ლექციების და პრაქტიკული მეცადინეობების კურსს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტში საინჟინრო ტექნოლოგიის სკოლაში სამშენებლო მიმართულებით. 2013 წლიდან არის ამავე უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ხოლო 2017 წლიდან - საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი.

განათლება

2005 - ტექნიკის მეცნიერების კანდიდატის (აკადემიური დოქტორი) სამეცნიერო ხარისხი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კირიაკ ზავრიევის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტი
1990 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სამშენებლო ფაკულტეტი (ინჟინერ-მშენებელი)

სასწავლო კურსები

ლითონის, ხის და პლასტმასის კონსტრუქციები I (B)
ლითონის, ხის და პლასტმასის კონსტრუქციები II (B)
პროექტი - „ლითონის ტექნოლოგიური მოედანი“ (B)
ლითონის კონსტრუქციების პროექტი (M)
სამშენებლო საკონსტრუქციო პროგრამები (M)
სამშენებლო კონსტრუქციები: ლითონი, ხე (M)
ხის კონსტრუქციების პროექტი (M)

პუბლიკაციები

არაბიძე, ვ., გოგმაჩაძე, ს. (2021). ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის შრომები, ISSN 1512-1135, ტ. LXXIII, გვ. 5-11. „B“ ტიპის (მე-II კატეგორიის) გრუნტებისათვის გაძლიერების S კოეფიციენტის მნიშვნელობების ცვლილების დიაპაზონის შეფასება”.